გიორგი კაპანაძე - ის, რასაც „ქართული ოცნება“ წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით აკეთებს, არის პოლიტიკური და მორალური უნამუსობა, პოლიტიკური და მორალური ფსკერი

ის, რასაც „ქართული ოცნება“ წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით აკეთებს, არის პოლიტიკური და მორალური უნამუსობა, პოლიტიკური და მორალური ფსკერი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ადამიანის ტრაგედია პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს წყალტუბოში, ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანის ო ჯახს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ის, რასაც „ქართული ოცნება“ წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით აკეთებს, არის პოლიტიკური და მორალური უნამუსობა, პოლიტიკური და მორალური ფსკერი. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ადამიანის ტრაგედია პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს. სახედაკარგული „ოცნება“, თავის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს ადამიანის გარდაცვალებას, რადგან მათ ანაღვლებთ არა ეს ტრაგედია, არამედ საკუთარი სკამები. ამიტომ, ვეკითხები „ქართულ ოცნებას“ - ბარბარე რაფალიანცის ტრაგედია არ გეყოთ? არ გეყოთ ის, რომ ჩვილი ბავშვის გარდაცვალება პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენეთ? თქვენ ხართ პარტია, რომელმაც ჩვილი ბავშვის გარდაცვალების სპეკულაციით ნახეთ სარგებელი და შეცდომაში შეიყვანეთ საზოგადოება. ახლა კი, იმავეს აკეთებთ. ისევ საზოგადოების მოტყუებას ცდილობთ, რადგან სხვაგვარად, უბრალოდ, შანსი აღარ გაქვთ. ჩვენმა ხალხმა იცის, თუ როგორი კორუმპირებულები და მავნებლები ხართ. ამიტომ, როგორც არ უნდა ეცადოთ, რაც არ უნდა იკადროთ, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩვენი ხალხი აირჩევს არა სიღარიბეს იზოლაციაში, არამედ, კეთილდღეობას ევროპაში. არა მონობას, არამედ, თავისუფლებას. არა უმუშევრობას, პენსიონერების, დევნილების, ვეტერანების, სტუდენტების, ახალგაზრდების, მაღაროელების, პედაგოგების ძარცვას, არამედ კი - საქართველოს“,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.

უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის გამოხატულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება