საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ღვაწლმოსილ პროფესორებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორს, საერთაშორისო კომპიუტერული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, 100-მდე სამეცნიერო სტატიისა და ოცამდე წიგნის ავტორს, ალიკო ცინცაძეს, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მენეჯერს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს საინჟინრო და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების წევრს, ღირსების ორდენის კავალერს, პროფესორ ზურაბ გასიტაშვილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ჯემალ გაბელიას, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორს, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველ ალექსანდრე ტალიაშვილს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ს ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა „ოქროს მედალი“ ალიკო ცინცაძეს, ზურაბ გასიტაშვილს, ჯემალ გაბელიას და ალექსანდრე ტალიაშვილს აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადასცა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მათ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

„უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე ალიკო ცინცაძის, ზურაბ გასიტაშვილის, ჯემალ გაბელიას და ალექსანდრე ტალიაშვილის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი მიენიჭებინა. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ჩვენს კოლეგებს საპატიო ჯილდოს და ვუსურვებ წარმატებას სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში, მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - „ოქროს მედალი” გაიცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. „ოქროს მედალი“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის წარდგინების საფუძველზე გაიცემა. დაჯილდოებულ პირს, ჯილდოსა და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს. სტუ-ის ჯილდო დაარსებიდან დღემდე, 70-მდე პირს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება