ანონსი  6 სექტემბერი

6 სექტემბერს, 10:30 საათზე, ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ეძგვერაძესთან გამოკითხვაზე შევა, რომელსაც დაესწრება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

მის: ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორი

საკონტაქტო: ლაშა ტყეშელაძე - 557 559 559

6 სექტემბერს, 11:00 საათზე, მოძრაობა „სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის“ იუსტიციის მინისტრს განცხადებით მიმართავს.

თემა: „რატომ არ უშვებს უკრაინის სახალხო დამცველს, დიმიტრი ლუბინეცს მიხეილ სააკაშვილთან“.

საკონტაქტო: აკაკი ხუსკივაძე - 599 53 35 21

6 სექტემბერს, 11:00 საათზე, ზოგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის ცენტრში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის ცენტრი, პარკთან

საკონტაქტო: ანა წითლიძე - 599 852 460

6 სექტემბერს, 11:00 საათზე, ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია პარლამენტში ბრიფინგს გამართავენ.

საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზთან.

6 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ერთიანობა და ეროვნული თანხმობა, თუ დაპირისპირება და დაყოფა.

მის: სააკაძის დაღმართი მე-2 გასასვლელი #4, სართული 4

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

6 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ბავშვთა სიმსივნეების ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება „სიცოცხლის წყარო“ დაიწყება. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდება, მონაწილეობენ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი და პაციენტთა ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“.

საკონტაქტო: გვანცა აფხაიძე - 571 070 077

6 სექტემბერს, 13:00 საათზე, გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების დელაგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: დებორა დიურინგი (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტი (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტე (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდი (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD).

მის: ნინო ჩხეიძის ქ. 38, (გერმანიის საელჩო)

6 სექტემბერს, 13:00 საათზე, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „მამუკა მდინარაძის განცხადება, სადაც ის ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თედორე გობეჯიშვილს მოიხსენიებს ჩვენი ბულინგის მსხვერპლად“.

მის: ჭავჭავაძის 75/3ა

საკონტაქტო: აკაკი კობალაძე - 577 22 85

6 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართება.

მის: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ახალგაზრდობის გამზირი, მე-5 შესახვევი, ქუთაისი)

საკონტაქტო: ნონა მჭედლიძე - 591 95 12 03

6 სექტემბერს, 15:00 საათზე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ბექა კვიციანი გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგს გამართავს.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24.

6 სექტემბერს, 15:30 საათზე, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ოფისში, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია ბრიფინგს გამართავს.

თემა: საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 4

საკ: ანუკა გაბელია 551 633 644

6 სექტემბერს, 21:50 საათზე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ლადო ჭინჭარაული საქართველოში დაბრუნდება.

მის: თბილისის აეროპორტი

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო