სკოლა-ლიცეუმ NK-სა და "ევროპის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სკოლა-ლიცეუმ NK-სა და "ევროპის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მემორანდუმი ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მიმართულებით ტრენინგებსა და მრავალფეროვან აქტივობებს, ასევე მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება შემეცნებითი და განმავითარებელი პროექტები ლიცეუმის მოსწავლეებისთვის.

მემორანდუმს სამართლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკატერინე კაველიძემ და სკოლა-ლიცეუმ NK-ს დირექტორმა ნუგზარ ყენიამ მოაწერეს ხელი.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, "ევროპის უნივერსიტეტისა" და სკოლა-ლიცეუმის პროფესიონალ კადრებს შორის თანამშრომლობა ორმხრივად პროდუქტიული იქნება და სკოლასა და უნივერსიტეტს შორის მსგავსი თანამშრომლობა თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესებს ინოვაციური გამოცდილებით გაამდიდრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება