იენს სტოლტენბერგი - უკრაინამ კურსკის ოპერაციაში ბევრს მიაღწია

უკრაინამ კურსკის ოპერაციაში ბევრს მიაღწია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რთულია იმის თქმა თუ როგორ განვითარდება ვითარება მომავალში.

“მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ საჭირო რთული არჩევანი, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ სად განალაგონ საკუთარი ძალები და ომის რა სახეობაა შესაბამისი ამ ვითარებაში”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის შორი მანძილის რაკეტების მეშვეობით, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებამდე წვდომა აქვთ.

“მოხარული ვარ, რომ ნატო-ს ბევრმა ქვეყანამ ასეთი შესაძლებლობა მისცა, ხოლო ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ გააჩნიათ შეზღუდვები, ისინი შეასუსტეს, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს