ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი გერმანიაში შეხვედრას გამართავენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ერთმანეთს პარასკევს გერმანიაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის სპიკერმა სააგენტო AFP-სთან კომენტარში დაადასტურა.

მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “უკრაინის პრეზიდენტს პარასკევს დღის მეორე ნახევარში ფრანკფურტში შეხვდება”. მან ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

ცნობისთვის, ფრანკფურტის მახლობლად ამერიკული სამხედრო ბაზა “რამშტაინი” მდებარეობს, რომელზეც უკრაინის დახმარების საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაბინი ფორმატი”) სხდომა გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, ზელენსკი ჯგუფის სხდომაზე პირადად გეგმავს სიტყვით გამოსვლას და უკრაინული არმიისთვის იარაღის ახალი მიწოდებების თხოვნას, განსაკუთრებით კი მანძილის რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს