გაერთიანებული სამეფო უკრაინას 650 რაკეტას მიაწვდის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას, 162 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში, 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას (LMM) მიაწვდის, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, აღნიშნული დახმარება უკრაინისადმი ახალი მთავრობის ვალდებულების ნაწილია და მისი მიზანი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.

საჰაერო თავდაცვის დახმარების პაკეტს თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი რამშტაინში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე გამოაცხადებს.

თავდაცვის მინისტრი ასევე გააჟღერებს გაერთიანებული სამეფოს ურყევ ერთგულებას უკრაინის მიმართ და მოუწოდებს მოკავშირეებს, გააგრძელონ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მიწოდება.

LMM რაკეტების პირველი პარტიის მიწოდება მიმდინარე წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება