ხათუნა სამნიძე - ქვეყნის მეგობრებს, ბუნდესტაგის წარმომადგენლებს არ შეხვდა არც პარლამენტის სპიკერი და არავინ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველა კარი დაიკეტოს!

ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, რომ ჩვენს კოლეგებსა და ამ ქვეყნის მეგობრებს - გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს არ შეხვდა არც პარლამენტის სპიკერი და არავინ, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან - ვხედავთ, რაოდენ ღიაა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველა კარი დაიკეტოს! - ეს განცხადება მედიასთან, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სამნიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარის თქმა ადასტურებს, “თუ რამდენად მძიმდება “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად“.

“ჩვენ ვხედავთ, რაოდენ ღიაა მათი გადაწყვეტილებები, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ პრობლემა შეგვექმნას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველა კარი დაიკეტოს. შეხვედრაზე სწორედ ამ საფრთხეზე ვისაუბრეთ - თუ “ქართული ოცნება“ რუსულ პოლიტიკას აგრძელებს, მათ შორის “აგენტების კანონის“ აღსრულების დაწყებით, ეს ხელს შეუშლის იმას, რომ ქვეყანა ევროკავშირის ოჯახის წევრი გახდეს.

საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს, საფრთხეებსა და გამოწვევებს, თუ რამდენად ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღეს, პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერებს შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანელ სტუმრებს მმართველი უმრავლესობიდან მხოლოდ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხვდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება