ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის ჯარები გააგრძელებენ ოპერაციას ჯენინში, სანამ მიზნებს არ მივაღწევთ

ისრაელის თავდაცვის ძალები უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინიდან ძალები გაიყვანეს და აცხადებს, რომ ჯარები გააგრძელებენ ოპერაციას მანამ, სანამ მის მიზნებს არ მიაღწევენ.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, ბოლო 10 დღის განმავლობაში მათ 14 პალესტინელი შეიარაღებული პირის, მათ შორის ქალაქში „ჰამასის“ მეთაურის, ლიკვიდაცია განახორციელეს და 30-ზე მეტი ძებნილი პალესტინელი დააკავეს.

ცნობისთვის, პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალები დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინიდან გავიდნენ. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის 10-დღიანი რეიდის განმავლობაში, 21 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს