თამარ კორძაია - ძალიან მძიმეა, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გერმანელ კოლეგებთან შეხვედრისთვის დრო ვერ გამონახა - გერმანიაში განათლებამიღებული ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გერმანელ კოლეგებს ვერ ხვდებიან

ძალიან მძიმეა, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გერმანელ კოლეგებთან შეხვედრისთვის დრო ვერ გამონახა - გერმანიაში განათლებამიღებული ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გერმანელ კოლეგებს ვერ ხვდებიან! - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განუცხადა.

კორძაიას ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უნდა შეხვედროდა, მაგრამ „მათთან შესახვედრად დრო მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გამონახა“.

კორძაიას შეფასებით, „მომხდარი პარტნიორებთან მიმართებაში ხელისუფლების აგდებულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს“.

„გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთადერთი მიზანი საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღება იყო როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდან.

რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ავუხსენით, რომ წინასაარჩევნო გარემო არის უკიდურესად პოლარიზებული, ხელისუფლება კადრულობს ყველაფერს, მაგრამ გვჯერა, ქართველი ხალხის არჩევანის, რომელიც 26 ოქტომბერს არჩევანს სწორედ ევროინტეგრაციისა და საქართველოს დემოკრატიის გამარჯვებაზე გააკეთებს.

ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვასთან და ქართველი ხალხის არჩევანთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღეს, პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერებს შეხვდნენ. საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანელ სტუმრებს მმართველი უმრავლესობიდან მხოლოდ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება