პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ რაღაც ჯუნგლის კანონს გვთავაზობს: როცა მისი წარმომადგენელი ოპოზიციას ესხმის თავს, ეს კარგი და სამართლიანია, მაგრამ როცა საყვედურს ეტყვიან მის რომელიმე ლიდერს, ეს დასაგმობია

„ქართული ოცნება“ რაღაც ჯუნგლის კანონს გვთავაზობს: როცა მისი წარმომადგენელი ოპოზიციას ესხმის თავს, ეს კარგი და სამართლიანი აღშფოთებაა, მაგრამ მართლა სამართლიანად აღშფოთებული ადამიანი, როცა საყვედურს ეტყვის მის რომელიმე ლიდერს, ეს დასაგმობია. ასეთ ორმაგ სტანდარტს არ ვიზიარებ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც მიუნხენის აეროპორტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატს, დავით მათიკაშვილსა და მოქალაქეს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმითვე, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ „ევროპაში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობის დაბლოკვის გამო ხმას არავინ ამოიღებს“.

„მათ [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს] ჰგონიათ, იმის გამო რომ ევროპაში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა დაბლოკეს, ჩაუხერგეს გზა საქართველოს და დატოვეს იზოლაციაში და სიღარიბეში, ამაზე ხმას არავინ ამოიღებს და რომ მათ პრობლემა მხოლოდ პარტიებთან აქვთ. პარტიებთან კი არა, საქართველოსთან და მის მოქალაქეებთან აქვთ პრობლემა. „[დავით] მათიკაშვილის და „ქართული ოცნების” პრობლემა ესაა. „ქართული ოცნება“ რაღაც ჯუნგლის კანონს გვთავაზობს. როცა მისი წარმომადგენელი ოპოზიციას ესხმის თავს, ეს კარგი და სამართლიანი აღშფოთებაა, მაგრამ მართლა სამართლიანად აღშფოთებული ადამიანი, როცა საყვედურს ეტყვის მის რომელიმე ლიდერს, ეს დასაგმობია. მე ასეთ ორმაგ სტანდარტს არ ვიზიარებ”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა დეპუტატი იმ ფაქტს, რომ სიტყვიერი კამათის ამსახველი ვიდეოს გადამღები ორგანიზაცია “ამერიკული საბჭოს ხელმძღვანელი და ილიაუნის ლექტორია”, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მათიკაშვილს საყვედური შეუძლია ნებისმიერმა უთხრას.

დავით მათიკაშვილს საყვედური შეიძლება ნებისმიერმა უთხრას, ეს არაფერ შუაში არ არის. ყველა რაღაცას წარმოვადგენთ, მაგრამ უპირველესად, საქართველოს და შემდეგ, ცალკეულ ორგანიზაციას. ნუ გაუკვირდება ნურავის. რა უცნაური პროპაგანდაა ნახეთ - ამაზე ვაწყობთ, რომ ქვეყანა დაინგრა და ის, რომ ლევან ხაბეიშვილი სპეცრაზმმა დალეწა და ძვლები ჩაუმტვრია, ამასთან, ის, რომ დიმა ჩიქოვანს სახლთან დახვდნენ და გაუსწორდნენ, თურმე არაფერია. როცა ამაზე საუბრობს “ქართული ოცნება”, ეს გამოიძიეს? ძალიან მარტივად რომ დავაყენოთ საკითხი, მათიკაშვილი რომ გვახსენდება, დიმა ჩიქოვანი რატომ არ გვახსენდება, რომელიც დალეწეს საკუთარი სახლის წინ? დაუსჯელობა ახალისებს ძალადობას”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდაჭერის გამო, მოქალაქემ „მოღალატე“ და „მონა“ უწოდა, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება