გია ვოლსკი ბუნდესტაგის დელეგაციაზე - ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, ვისაც ხელს ან თითს დაუქნევენ და უნდა მივიდეთ უცებ შეხვედრაზე, მითუმეტეს, ვიცით იმ ადამიანების კონკრეტული განწყობა, ვინც ჩამოვიდნენ

კონკრეტულად მოუცლელობა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი არგუმენტია, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდია და ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, ვისაც ხელს ან თითს დაუქნევენ და უნდა მივიდეთ უცებ შეხვედრაზე. მითუმეტეს, ვიცით იმ ადამიანების კონკრეტული განწყობა, ვინც ჩამოვიდნენ - მათ გეგმაშია თავიანთი პოზიციის გატანა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის გეგმების ერთგვაროვანია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული არ არის ის თემა, რომელიც სასპეკულაციოდ უნდა გამოიყენონ.

“კონკრეტულად მოუცლელობა, რასაკვირველია მნიშვნელოვანი არგუმენტია, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდია და ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, ვისაც ხელს ან თითს დაუქნევენ და უნდა მივიდეთ უცებ შეხვედრაზე. მითუმეტეს, ვიცით იმ ადამიანების კონკრეტული განწყობა, ვინც ჩამოვიდნენ. არავითარი დისკუსია, ანალიზი და ბჭობა ამ საკითხზე მათ გეგმებში არ არის. მათ გეგმაშია თავიანთი პოზიციის გატანა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის გეგმების ერთგვაროვანია. ასე რომ, მე არ მგონია, ამაზე ბევრი სასაყვედურო ჰქონდეთ. მაგრამ მე ვიცი გერმანიის, თუნდაც ბუნდესტაგის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს შოლცის პარტიას მწარედ აკრიტიკებენ. მე იმასთან დაკავშირებითაც ვიცი, რომ არც გერმანელი ხალხი ფიქრობს კონკრეტულად ასე, რომ საქართველო აუცილებლად მუხლებზე უნდა დაეცეს ან ცალ ფეხზე უნდა დადგეს და გერმანელი გადასახდელების გადამხდელის ფული რევოლუციურ გეგმებში იხარჯებოდეს. არჩევნების შედეგებსაც გადახედეთ - არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება არც პოლიტიკურ სივრცეში გერმანიაში და არც ზოგადად, საზოგადოებაში. ასე რომ, იმის მოშველიება, რომ რაღაც დელეგაციაა ჩამოსული, რომელსაც კონკრეტული ამოცანა აქვს და მას აუცილებლად პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვდეს, ეს არა მგონია, რომ დემოკრატიულ ქვეყანას, მითუმეტეს მყარად ფეხზე მდგომს, როგორიც

საქართველოა, ამ ვითარების მიუხედავად უნდა ახასიათებდეს. არ არის ეს თემა, რომელიც სასპეკულაციოდ უნდა გამოიყენონ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერები სტუმრობენ. გერმანელ სტუმრებს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა, თუმცა ხელისუფლება ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა იმ მიზეზის გამო, რომ გერმანელ სტუმრებთან აუდიენცია არ ჰქონია არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პრემიერ-მინისტრს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება