ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ირაკლი ეძგვერაძის გამოკითხვა დასრულდა

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ეძგვერაძის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა თავად ნახა, თუ რა დაზიანებები აღენიშნება დაკავებულს.

„ირაკლის დაზიანებები ეტყობა, ტანის სხვადასხვა მიდამოებში სილურჯეები აქვს, გამომძიებელმა თავის თვალით ნახა, ასევე ამოიღო დადგენილება, რომელიც მას იმ სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღებაში დაეხმარება, რომელიც იზოლატორში არსებობს, ყველაფერი აღწერილია. უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს იმ ადამიანს, ვინც ირაკლი ეძგვერაძეზე იძალადა, ამის ამსახველი კადრებიც არის, მისი სახელი და გვარიც ცნობილია [გიორგი ზუბადალაშვილი], ამის შემდეგ მისი გამოძიებაში დაბარება და ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს, რადგან მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. კოკა კაციტაძის უწყებას და პროკურატურას ვეტყოდი, გამოძიებობანას თამაშს თავი დაანებონ და გამოიძიონ საქმე. კოკა კაციტაძის უწყებას სხვა გზა არ აქვს, რომ ამ ადამიანს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს და არ დააკავოს, რადგან მტკიცებულებები არსებობს და ვერ იტყვიან, რომ არ არსებობს", - განაცხადა ტყეშელაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი