ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის საქართველო ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია - მას ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას

ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის საქართველო ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია - მას ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, მომავალ წელს დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, რის შემდეგაც გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებით.

“ყველამ იცის, რომ საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ზრდა თუ ნებისმიერი სხვა სფერო. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ფორმალურად, ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, სრული უსამართლობაა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება მომავალ წელს, ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობა აღდგება. საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას, ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ გვითქვამს - 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება