ირაკლი ქადაგიშვილი - „გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს სჭირდება, მაგრამ ამ თემაზე ლავროვის განცხადების მიზანი პოლიტიკურ დემაგოგიის გაღვივებაა, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული!

ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, აკეთებს არა რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაწონებლად, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - ვადასტურებ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს სჭირდება, ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, მაგრამ ამ თემაზე ლავროვის განცხადების მიზანი, პოლიტიკურ დემაგოგიის გაღვივებაა, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული! - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

როგორც ამ კონტექსტში ქადაგიშვილმა აღნიშნა, “საქართველოს მიმართ ბევრი პროვოკაციული განცხადება არა მხოლოდ სერგეი ლავროვს, არამედ სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც გაუკეთებიათ“. უმრავლესობის დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ “ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება, რაც არავის აწყობს“.

“ვისაც პოლიტიკისა და საქართველოს ისტორიულ ბედში ნაკლები გამოცდილება აქვს და თან სერგეი ლავროვის განცხადებების მოსმენა სიამოვნებს, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ეს არის პროვოკაციული განცხადებები იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაცია არ მოხდეს და ოპოზიციურ მედიას სპეკულაციებისთვის ახალი საშუალება მისცენ.

ჩვენი ამოსავალი წერტილია, რა არის მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, საზოგადოებისთვის, იდენტობისთვის, მომავლისთვის - ამას ვინ როგორ და საიდან შეაბამს ყურს, ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, რუსეთი იქნება თუ სხვა, ყოველთვის გამოჩნდება, ვისაც ყურის შებმა მოუნდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ პატივი უნდა ვცეთ საკუთარ თავმოყვარეობას და ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი ერისთვის არის კარგი. ამ შემთხვევაში ვერც ლავროვის და ვერც სხვისი განცხადება გავლენას ვერ მოახდენს, თუ ქართველები ჩვენს თავში დარწმუნებული ვიქნებით და საქართველო წინ ივლის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-თან ინტერვიუში განაცხადა, თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან.

“რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ „წესებით“, რომელსაც დასავლეთი ყველას უწესებს, უპირველეს ყოვლისა, ლიბერალური დემოკრატიის ან თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ ახარებთ. ისევე, როგორც არ ახარებთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავს მოხვევა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე