ირაკლი კობახიძე - მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება - რაც სენატორმა შაჰინმა თქვა, წმინდა წყლის ტყუილია - ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი ჩემთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „წმინდა წყლის ტყუილს“ უწოდებს სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ საქართველოში გამართულ შეხვედრაზე კობახიძემ აშშ-ს „კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა სთხოვა“.

კობახიძის თქმით, მსგავსი რამ არ უთქვამს.

„სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება. რაც სენატორმა შაჰინმა თქვა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ასეთი რამ არ მითქვამს შეხვედრაზე. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის, ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი ჩემთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, National Journal-თან ინტერვიუში, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში 9-11 აგვისტოს გამართული ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ კობახიძის თხოვნა იყო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება შეწყვიტოს, „რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს