ირაკლი კობახიძე - ჩვენი ოპონენტები არიან ისინი, ვინც ხან აქეთ იყურებიან, ხან - იქით, დასდევენ ხან ევროპულ განცხადებებს, ხან რუსულ განცხადებებს - ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები

ჩვენ არ ვიყურებით სხვადასხვა მიმართულების განცხადებებისკენ - ჩვენი ოპონენტები არიან ისინი, ვინც ხან აქეთ იყურებიან, ხან - იქით; მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ განცხადებებს, ხან რუსულ განცხადებებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები “ქართული ოცნების” ნაბიჯებს აქებენ, ხოლო დასავლეთი აკრიტიკებს.

კობახიძის თქმითვე, “ქართული ოცნება” ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ იყურება.

“არ ვიცი, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. არ ვიყურებით სხვადასხვა მიმართულების განცხადებებისკენ. ჩვენ ვიყურებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ. ყველა ნაბიჯი სწორედ ევროპული ინტერესებიდან გამომდინარე იდგმება. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოსავალი წერტილი. ჩვენი ოპონენტები არიან ისინი, ვინც ხან აქეთ იყურებიან, ხან - იქით; მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ განცხადებებს, ხან რუსულ განცხადებებს. ჩვენთვის ეს მთავარი არ არის, მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც მის შესაბამისად ვიმოქმედებთ”,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე როგორ შეაფასებდა იმას, რომ “ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო სტატიაში “ქართულ ოცნებას” ავტორიტარულ და პრორუსულ ძალად აფასებენ, კობახიძემ აღნიშნა, რომ “ტყუილი სადაც არ უნდა დაიწეროს, ფასი ვერ ექნება”.

“თქვენ ხომ იცით, რომ ეს არის ტყუილი. აქედან გამომდინარე, ასეთ ტყუილებს, სადაც არ უნდა დაიბეჭდოს, არავითარი ფასი არ აქვს და ვერც საზოგადოებისთვის ექნება. ტყუილი მნიშვნელოვანი არ არის. სადაც არ უნდა დაიბეჭდოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ვერ იქნება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება