„სელფი მობაილი“, მსოფლიოში იდეების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პლატფორმის ღონისძიების, TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. მომხმარებელს ემსახურება, მსოფლიოში იდეების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პლატფორმის ღონისძიების, TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია.

ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, TED-ის პირველი კონფერენცია აშშ-ში 30 წლის წინ ჩატარდა, მას შემდეგ კი TED-ი მსოფლიო მასშტაბის პლატფორმა გახდა და დღეს სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს.

„სწორედ ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა TEDx-ი, TED-ის ფორმატით განხორციელებული ადგილობრივი კონფერენცია. TEDxTbilisi-ი საქართველოში 2012 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების შთაგონებასა და კრეატიული აზროვნების სტიმულირებას.

TEDxTbilisi წელს მთლიანად ახალგაზრდებს ეთმობათ. ღონისძიების მთავარი თემა ძიება და ძიების პროცესია. 8 სექტემბერს, 10 სპიკერი საქართველოდან ინდივიდუალური მოხსენებით წარსდგება, სადაც საკუთარ მაგალითზე გაგვიზიარებენ, რას და როგორ ეძებს ახალგაზრდა თაობა და როგორ გადის ძიების გზას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ძალიან გვიხარია, რომ „სელფი“ და TEDxTbilisi დამეგობრდნენ. „სელფი“ მრავალი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში განათლებისა და ინოვაციების გავრცელებას და პოპულარიზაციას. ჩვენ მუდმივად ვეძებთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ განათლებაზე წვდომის გაუმჯობესებას, ცოდნის გავრცელებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის TEDxTbilisi-ის საორგანიზაციო გუნდს, რომლის წევრებიც უკვე არაერთი წელია მოხალისეობრივ საწყისებზე უდგანან სათავეში ამ გამორჩეული ღონისძიების ჩატარებას“, - აცხადებენ „სელფი მობაილში“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება