ვილი სანიოლი - როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს - რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ

როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს - რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, - ამის შესახებ ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.

როგორც სანიოლმა აღნიშნა, ჩეხეთს სპეციფიკური გუნდი ჰყავს და საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში.

„მოგეხსენებათ, მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით იმავე თამაშს ველით. ჩეხეთი სპეციფიკური გუნდია. ახლა წარმატებისთვის იქნებ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა.

მოთამაშეებმა იციან, როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა, ვიცოდეთ, რისი გაკეთება მოგვიწევს.

როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს. ვეცდებით, კიდევ მივაღწიოთ ამას! ამ შემადგენლობიდან ოცმა ფეხბურთელმა ჩემპიონატზე ითამაშა. იციან, მათგან ისეთივე მონდომებასა და პროფესიონალიზმს მოვითხოვთ. ფსიქოლოგია სამწვრთნელო პროცესში ყოველთვის მნიშვნელოვანია. მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, რაც მთავარია.

ერთა ლიგა ზოგიერთი გუნდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს. უნდა ვისწავლოთ და გავაცნობიეროთ, მაღალი მიზნებისთვის რამდენად ვიბრძოლებთ", - განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც sportall.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს