უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - ამ დროისთვის ლიკვიდირებული რუსი ოკუპანტების საერთო რაოდენობა 623 990-ია - გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების დანაკარგმა 1270 ადამიანი შეადგინა

უკრაინაში დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების დანაკარგმა 1270 ადამიანი შეადგინა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლიკვიდირებული რუსი ოკუპანტების საერთო რაოდენობა 623 990-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ერთი ტანკის, 29 საარტილერიო სისტემის, ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისა და 52 დრონის განადგურება.

ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიაზე განადგურებულია მოწინააღმდეგის 8632 ტანკი, 16 878 - საბრძოლო ჯავშანმანქანა, 17 774 - საარტილერიო სისტემა, 1 178 - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 942 - ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 368 - თვითმფრინავი, 14 784 - უპილოტო საფრენი აპარატი, 2 588 - ფრთოსანი რაკეტა, 28 - გემი, 24 171 - საავტომობილო საშუალება და 3 037 - სპეციალური ტექნიკა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება