თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი - ირანის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა რუსეთისთვის ნიშნავს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მკვეთრ ესკალაციას მოსკოვის მხრიდან

ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური იარაღის შესაძლო გადაცემის ფაქტი დაგმეს.

ოფიციალურ დონეზე გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნულია, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური იარაღის გადაცემის ნებისმიერი ფაქტი უკრაინაში ომის მკვეთრ ესკალაციას ნიშნავს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reusters ავრცელებს.

„ჩვენ ვაფრთხილებდით რუსეთსა და ირანს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან და შეშფოთებულები ვართ ამ განცხადებებით. ირანის ბალისტიკური რაკეტების ნებისმიერი გადაცემა რუსეთისთვის ნიშნავს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მკვეთრ ესკალაციას მოსკოვის მხრიდან”, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა შონ სავეტიმ.

ამასთან, როგორც გაეროში ირანის წარმომადგენლობამ განაცხადა, უკრაინის ომთან მიმართებით ოფიციალური თეირანის პოზიცია არ შეცვლილა.

„ირანი არაჰუმანურად მიიჩნევს მხარეებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რაც იწვევს ადამიანური მსხვერპლის ზრდას, ინფრასტრუქტურის განადგურებას და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიდან დაშორებას. შესაბამისად, ირანი არა მხოლოდ თავად იკავებს თავს მსგავსი ქმედებისგან, არამედ მოუწოდებს სხვა ქვეყნებს შეწყვიტონ კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის იარაღის მიწოდება.“- ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს