ნიუ იორკის მოსამართლემ დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადების თარიღი არჩევნების შემდეგ გადადო

ნიუ იორკის მოსამართლემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადების თარიღი არჩევნების შემდეგ გადადო.

ამის შესახებ ინფორმაცია Reuters ავრცელებს.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის სასჯელის სახე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დუმილის სანაცვლოდ ქრთამის მიცემის საქმეზე მიმდინარეობს, 18 სექტემბერს უნდა განსაზღვრულიყო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.

„სასჯელის დაკისრება გადაიდო, რათა თავიდან იქნას აცილებული დაუსაბუთებელი აღქმაც კი რომ სასამართლო პროცესზე გავლენა იქონია ან თავად სასამართლო პროცესი ცდილობს გავლენა იქონიოს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც მოპასუხე საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატია. სასამართლო არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და აპოლიტიკური ინსტიტუტი”, - წერს მოსამართლე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება