იმერეთში მიმდინარე წელს 2 745 პროექტი ხორციელდება

იმერეთში 2024 წელს 176 984 125 ლარის ღირებულების 2 745 პროექტი ხორციელდება. ამ მიმართულებით სამუშაოები 12-ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მოადგილე ბესიკ გოფოძესთან, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, მალე ქალაქს მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე ექნება თავისი რეკრეაციული ინფრასტრუქტურით. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ასევე ქალაქში აქტიური სამუშაოებია დასასვენებელი სივრცეების შექმნის თვალსაზრისით. მიმდინარე წელს ქალაქს 6 ახალი სივრცე დაემატა, ამ ეტაპზე სამუშაოები კიდევ 6 ლოკაციაზე ხორციელდება. გარდა ამისა, პროექტები სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხითაც მიმდინარეობს.

„ყველა პროექტი, რომელიც იმერეთში ხორციელდება მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული. რეგიონში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. მონიტორინგის ფარგლებში რამდენიმე ლოკაციაზე გავეცანით სამშენებლო პროცესს და ადგილზე მოვისმინეთ ინფორმაცია ვადებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ.

2024 წელს იმერეთში სხვადასხვა მიმართულების 2 745 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება”, - განაცხადა ლევან ზალკალიანმა.

მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა სამუშაოების შესყიდვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს, დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 3 000-ზე მეტი ადგილობრივი შეადგინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება