შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი პირადად იმყოფებოდა კომპანია „მაგირუსის“ ქარხანაში და ახალი სახანძრო მანქანის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.

„სახანძრო მანქანები, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება.

ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ყველა შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის განახლების არაერთი პროექტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება