„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ბრიტანეთის ახლადდანიშნულ ელჩს გარეთ უორდს შეხვდნენ

„ძლიერი საქართველოს" ლიდერები ბრიტანეთის ახალდანიშნულ ელჩს გარეთ უორდს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და ბრიტანეთის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ბრიტანეთი დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობას გამოაგზავნის.

შეხვედრაზე, ასევე ხაზი ქართულ ეკონომიკასა და განათლების სისტემაში ბრიტანული ინვესტიციების მნიშვნელობასა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას გაესვა.

„პარტნიორობა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის გაღრმავდება , როდესაც ხელისუფლებაში მოვა კოალიციური მმართველობა. ახალი ელჩი გარეტ უორდი, რომელსაც უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ სტრატეგიულ-მეგობრულ ურთიერთობებს ხელს შეუწყობს და გააღრმავებს“, - აცხადებენ "ძლიერ საქართველოში".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება