ოზურგეთის #60 -ე საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით მჟავანაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა

ოზურგეთის #60 -ე საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების არჩევა მიმდინარეობს ოლქში „ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით მჟავანაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებსაც აღნიშნულ პოზიციებზე ირჩევენ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები არიან.

მან განცხადების გაკეთება სცადა, თუმცა ამის საშუალება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„რაც დღეს ოზურგეთის #60 -ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში ხდება მას არანაირი კავშირი არა აქვს დემოკრატიასთან, არც დემოკრატიული პრინციპებით არჩევნების ჩატარებასთან და ერთადერთი რაც შეიძლება ამას ვუწოდოთ, ეს არის „ ქართული ოცნების“ მიერ მოწოდებული ადამიანებით სიის დაკომპლექტება. შევეცადე ამის შესახებ მესაუბრა კომისიაზე და პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან არ მომცეს ამაზე საუბრის საშუალება. მათ არ უნდათ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ყველაფერი დემოკრატიულად მიმდინარეობს. მინდოდა მესაუბრა რამდენიმე ადამიანზე, რომლებზეც ამბობენ თითქოს დამოუკიდებელი წევრები არიან, მაგრამ რეალურად ასე არ არის. კომისიები დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ ნათესავებით, უშუალოდ თანამდებობის პირებითა და მათი ოჯახის წევრებით. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, გააყალბონ არჩევნები და მაქსიმალურად გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დარჩეს ქვეყნის მმართველობაში რუსი ოლიგარქი ივანიშვილი”, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება