ლევან მაჭავარიანი - თუ ბატონმა ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია - ქართველმა იდენტიფიცირება თავის სულიერ თავგადასავალთან საუკუნეების წინ მოახდინა, ეს არის: მამული ენა და სარწმუნოება

თუ ბატონმა ლავროვმა, მართლა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია. ჩვენ არაფერი დასაბრუნებელი არ გვაქვს, ჩვენ ჩვენი იდენტობა მოგვყვება საუკუნეების განმავლობაში. ქართველმა მოახდინა თავისი იდენტიფიცირება თავის სულიერ თავგადასავალთან, ეს არის: მამული ენა და სარწმუნოება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას გააკეთა, რომელიც „ქართული იდენტობის გაცნობიერებას“ ეხებოდა.

მაჭავარიანის თქმით, ლავროვის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან გაკეთებული ამგვარი განცხადებები მხოლოდ „ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს“.

„საუკუნეებია ამ გზაზე ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ. „ქართული ოცნება“ ატარებს სწორედ იმ პოლიტიკას, რომ ეს იდენტობა იქნას შენარჩუნებული. ჩვენ არაფერი დაკარგული არ გვაქვს, არაფერი დასაკარგი არ გვაქვს და ამ ქვეყანაში, ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ ჩვენს იდენტობას, კულტურას, ღირებულებებს, არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.

რამდენჯერაც რუსეთმა „შეგვაქო“, ეგ „ქება“ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. ოთხი თვის წინ, როდესაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა რამდენ განცხადებასაც აკეთებდნენ რუსეთის მაღალჩინოსნები, ყველა განცხადება მიმართული იყო იმისთვის,რომ მუხტი გაღვივებულიყო. შესაბამისად, თუ ისინი აგრძელებენ ისეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას,რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს და ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, ჩნდება ლოგიკური კითხვა - ვინ არის რადიკალური ოპოზიციიდან გარიგებული რუსეთის მაღალჩინოსნებთან, რომელიც იმ "მესიჯბოქსსა" და ნარატივს ატარებს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას აწყობს”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ერთადერთი მიზანი დროებით დაკარგული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაა.

„რუსეთი არის ოკუპანტი. შესაბამისად, ოკუპანტთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს. ერთადერთი, რაც არის ჩვენი მიზანი და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგას აუცილებლად შევასრულებთ, ჩვენ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ დროებით დაკარგულ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. დასავლეთი არის დასავლეთი, დასავლეთი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი სტრატეგიული მეგობარი აშშ-ც და ევროკავშირიც. ხანდახან არის ხოლმე ისეთი ტიპის გაუგებრობები, როგორიც არის ხოლმე სამეგობროში, ოჯახებში, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ძველ ნიშნულს უბრუნდება. რა თქმა უნდა, ასე იქნება ჩვენი ურთიერთობაც დასავლეთთან, რომელიც გპირდებით, ძალიან გრძელვადიანი იქნება. როგორც საქართველოს სჭირდება მეგობრობა აშშ-სთან და ევროკავშირთან,ისე აშშ-ს და ევროკავშირს მეგობრობა საქართველოსთან ჩვენი დალოცვილი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-სთან ინტერვიუში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო