ალეკო ელისაშვილი - რუხაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელია მოხუცთა მთავარი ყაჩაღი და მძარცველი საქართველოში, ამით დავიწყოთ და მერე ვისაუბროთ კეზერაშვილზე

რუხაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელია მოხუცთა მთავარი ყაჩაღი და მძარცველი საქართველოში, ამით დავიწყოთ და მერე ვისაუბროთ კეზერაშვილზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ელისაშვილი აცხადებს, დავით კეზერაშვილი ხელისუფლებას აქამდეც უნდა დაეკავებინა.

„ქართულ ოცნებას“ ერთი რამ მინდა ვუთხრა, კეზერაშვილი ვინცაა, ძალიან კარგად ვიცი და მილიონჯერ მითქვამს, მაგრამ პენსიონერების ფულის მოპარვაზე, რომ წუხს „ქართული ოცნება“ „ლიბერთი ბანკი“ ყოველდღე ძარცვავს პენსიონერებს, იმის ნაცვლად, რომ სამომხმარებლო სესხი მისცენ, „ოვერდრაფზე“ აწერინებენ ხელს და 5-10 წელი ახდევინებენ პროცენტებს, ისე რომ ძირი არ იფარება. რუხაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელია მოხუცთა მთავარი ყაჩაღი და მძარცველი საქართველოში. ამით დავიწყოთ და მერე ვისაუბროთ კეზერაშვილზე. ასევე, „ქოლ-ცენტრებზე“ ამერიკის კონგრესში, რომ თქვეს, საქართველოს ხელისუფლებაც არის „ქოლ-ცენტრების“ საქმეში ჩართულიო, ესეც მაინტერესებს და ამის განვითარებაც, ახლა რომ იჭაჭებიან ყელმოღერებულები კეზერაშვილზე. კეზერაშვილი ვინცაა, გასაგებია, აქამდე რატომ არ დაიჭირეს? 12 წელი რატომ არ ეძებდნენ? წითელი ცირკულარიდან რატომ ამოიღეს? იმიტომ რომ გარიგებული იყვნენ მასთან. ასე, რომ ამ ქოსა ტყუილების პარტიისა უკვე არ დაიჯერება, 2 თვეც აწვალებენ ამ ქვეყანას და 2 თვეში უნდა გავუშვათ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო