„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოებასთან შეხვედრა გამართეს

გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დღეს „ქორთიარდ მერიოტში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიდერებმა განხილვა-დისკუსიის ფორმატში შეკრებილ საზოგადოებას, საარჩევნო პროგრამა „ილიას გზა“ და ის ხედვა გააცნეს, რომელიც საქართველოში შშმ პირთა სოციალურ და უფლებების დაცვას, ასევე სოციუმში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს.

„შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოების წარმომადგენლები რეგიონებიდანაც ესწრებოდნენ.

„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თანახმად, საქართველოში არსებობს საბჭოთა პერიოდის მიდგომა და სისტემა რომელიც ვერ უზრუნველყოფს შშმ პირებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და იმ გარემოს ფორმირებას რაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არის ხელმისაწვდომი.

„ძლიერი საქართველო“ გეგმავს 2025 წლის იანვრიდან, შესაძლებლობის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის შემთხვევაში (მეორე ჯგუფი) გასაცემი სოციალური პაკეტის ოდენობა გაუტოლდეს იმ დროისთვის არსებულ რეალურ საარსებო მინიმუმს; ხოლო მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის შემთხვევაში (პირველი ჯგუფი) გასაცემი სოციალური პაკეტის ოდენობა გადააჭარბებს რეალურ საარსებო მინიმუმს;

ასევე, განისაზღვრება მესამე ჯგუფის შშმ პირებისთვის გასაცემი სოციალური პაკეტის მოცულობა. საქართველოში შშმ პირებისთვის გაცემული სოციალური პაკეტის ოდენობა უფრო მეტი გახდება, ვიდრე ასაკობრივი პენსია და საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, შშმ პირები უარს აღარ იტყვიან შშმ პირის სტატუსზე;

საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში შშმ პირს აღარ გაუუქმდება სტატუსი და არ მოეხსნება სოციალური პაკეტი, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირების საჯარო სამსახურში დასაქმებასა და საზოგადოებრივ აქტივობას;

გარემო იქნება ადაპტირებული ისე, როგორც ამას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი რეგულაციები ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია ავაშენოთ საქართველო, რომელიც იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების სახელმწიფო.

„ილიას გზის“ ავტორთა განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! - შესაძლებლობა შეზღუდული მხოლოდ მაშინაა, როცა გარემო არ არის ადაპტირებული.

თანასწორობის მიღწევა სწორედ ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციით და ევროპული რეგულაციების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანით არის შესაძლებელი.

"ძლიერი საქართველო" არის რეალური ალტერნატივა გეგმა - "ილიას გზა", რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირში და შესაბამისი სტანდარტების გავრცელებას საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება