ზურა ზაბახიძე - სახლთან, ქუჩაში, ორი ახალგაზრდა დამხვდა, მომმართეს სახელით და მითხრეს, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას შევშვებოდი, თორემ შედეგები არ დააყოვნებდა

სახლთან, ქუჩაში, ორი ახალგაზრდა დამხვდა, მომმართეს სახელით და მითხრეს, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას შევშვებოდი, თორემ შედეგები არ დააყოვნებდა - მინდა მივმართო „რუსულ ოცნებას“, რომ ვერ შეგვაშინებთ და ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზურა ზაბახიძემ განაცხადა.

ზურა ზაბახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პირები 30-35 წლის იქნებოდნენ, რომლებიც სახის გამოჩენას არ ერიდებოდნენ.

„გუშინ, ჩემს სახლთან, ქუჩაში ორი ახალგაზრდა ადამიანი დამხვდა, რომლებსაც არ ვიცნობ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” „ტიტუშკები” [იყვნენ]. ბიჭები დაახლოებით 30-35 წლის ასაკის იყვნენ, სახის გამოჩენას არ ერიდებოდნენ, ვფიქრობ, ამოცნობასაც შევძლებ.

მათ მომმართეს სახელით და მითხრეს, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოვშორებოდი, თორემ შედეგებიც არ დააყოვნებდა.

„რუსული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ყველა ზომას მიმართავს აგრესიული ფორმით, რათა ადამიანები დააშინონ და დააშანტაჟონ. მინდა მივმართო „რუსულ ოცნებას”, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ერთად, ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს”, - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურა ზაბახიძემ, რომლის განცხადებასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება