ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილმა გაანადგურა ქუთაისი და იმერეთი, თუმცა გამარჯვების შემდგომ მიხეილ სააკაშვილი, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” გპირდებით, რომ აუცილებლად გაგრძელდება იმერეთის აღმშენებლობა

ივანიშვილმა გაანადგურა ქუთაისი და იმერეთი, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მიხეილ სააკაშვილი, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” გპირდებით, რომ აუცილებლად გაგრძელდება ქუთაისის, იმერეთის აღმშენებლობა, შეწყდება გელათის ნგრევა, პოლიტიკური ცენტრი კვლავ დაბრუნდება ქუთაისში და ქუთაისი თავისი განვითარების ტემპით გახდება ერთ-ერთი პირველი ქალაქი, - ამის შესახებ“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, განაცხადა.

მისი განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია, რომ ქუთაისი ათი ათასობით ადამიანმა დატოვა.“

“2012 წლამდე, მიხეილ სააკაშვილის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ქუთაისში რეაბილიტირდა ბაგრატი, აშენდა აეროპორტი, ქუთაისმა შეიძინა პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია. აქ უნდა გადმოსულიყო სამთავრობო შენობები და გადმოვიდა პარლამენტი, მაგრამ 2012 წლის შემდგომ ყველა ეს პროექტი ფაქტობრივად, იქნა განადგურებული ივანიშვილის რეჟიმის მიერ, თუმცა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი გპირდებათ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ შეწყდება გელათის ნგრევა, შეწყდება ქუთაისის, იმერეთის დაჩაგვრა. სწორედაც რომ ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია, რომ ქუთაისი ათი ათასობით ადამიანმა დატოვა. ქუთაისი დატოვა ყველა ინვესტორმა, სწორედაც რომ მათი ბრალია, რომ იმერეთი დატოვა უპრეცედენტო ადამიანების რაოდენობამ - ასი ათასზე მეტმა ადამიანმა. დიახ, ქუთაისი და იმერეთი არის განწირული სიკვდილისთვის ივანიშვილის ხელებიდან, მაგრამ ჩვენ, ქართველი ხალხი ქუთაისს და იმერეთს ვპირდებით, რომ აუცილებლად დასრულდება ეს მავნებლური, მოღალატეობრივი პოლიტიკა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ქუთაისის აღმშენებლობას, ქუთაისი აუცილებლად გახდება პოლიტიკური ცენტრი, პარლამენტიც დაუბრუნდება თავის ადგილს და ქუთაისი თავისი განვითარების ტემპით გახდება ერთ-ერთი პირველი ქალაქი. ქუთაისში იცხოვრებენ ქუთაისელები და არ დატოვებენ მას”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია