თამარ კორძაია - შეუძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაციამ სამართლიანი საარჩევნო გარემო შექმნას იმ პირობებში, როცა ქვედა დონის კომისიები გაუმჭვირვალე პროცედურებით კომპლექტდება

არც ცესკომ და არც საოლქო-საარჩევნო კომისიებმა არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის დასკვნები და რეკომენდაციები, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაციამ სამართლიანი საარჩევნო გარემო შექმნას იმ პირობებში, როცა ქვედა დონის კომისიები გაუმჭვირვალე პროცედურებით კომპლექტდება , - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, ყველა რეკომენდაცია იყო დარღვეული როგორც საოლქო, ასევე საუბნო კომისიების წევრთა შერჩევისას.

“გუშინ დასრულდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ყველა დონის საუბნო კომისიების დამტკიცების პროცესი. მთავარი და მნიშვნელოვანი რაც ამ პროცესში იყო, არის ის, რომ არც ცესკომ და არც საოლქო-საარჩევნო კომისიებმა არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის დასკვნები და რეკომენდაციები. ყველა რეკომენდაცია იყო დარღვეული როგორც საოლქო, ასევე საუბნო კომისიების წევრთა შერჩევისას. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნას სამართლიანი საარჩევნო გარემო იმ პირობებში, როცა ქვედა დონის კომისიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნების გამართვაზე, კომპლექტდება ისეთი გაუმჭვირვალე, არასამართლიანი პროცედურებით, რომელიც პოლიტიკური პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას იმსახურებს. ეს პროცესი იმით დაიწყო, რომ ცესკომ საოლქო კომისიის დროებით წევრებად რამდენიმე დღის წინ გაუმჭვირვალე პროცესით აირჩია ძირითადად ის პირები, რომლების უმრავლესობა არის საჯარო სამსახურებში ხელმძღვანელი თანამდებობის და საკრებულოს წევრებთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები. კონკრეტულად, 219 არჩეული პირიდან, მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსს წარმოადგენს 101, ხოლო ნეპოტისტური კავშირებით არჩეულს - 21 პირი. ამას გარდა, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ამ არჩევნებზეც ახალი არაფერი შემოუთავაზებია. კონკურსის გამოცხადების დროს სამართლებრივი აქტით არ განსაზღვრა მონაწილე კანდიდატების შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რაც საშუალებას მისცემდა ყველას, ღია და გამჭვირვალე კონკურსის პირობებში, საჯარო პროცესში, გამოევლინა პროფესიული წევრები. კონკურსის დასრულებიდან ერთ დღეში ყველა საოლქო კომისიაში დაინიშნა სხდომები, რამაც შეუძლებელი გახადა ოპოზიციური წევრების მხრიდან საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა იმ მინიმალური სტანდარტითაც კი, რის საშუალებასაც საოლქო კომისიები იძლეოდნენ; კანდიდატებსა და შესაბამისად, არჩეულ კომისიის წევრებს შორის, მთელი საქართველოს მასშტაბით, არიან უმთავრესად საჯარო მოსამსახურეები, საჯარო მოხელეები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, თანამდებობის პირებისა და საოლქო კომისიების ხელმძღვანელი პირების ნათესავები, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები. ყველა ჩართული მხარისთვის ნათელია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შეფასებისთვის მთავარი განმსაზღვრელი არის არა მხოლოდ საარჩევნო პროცედურების ცოდნა ან გამოცდილება, არამედ სწორედ მისი საქმიანობის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ნეიტრალურად წარმართვა, რაც სამწუხაროდ, არცერთ არჩევნებზე არ მომხდარა. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ აირჩიეს წელს კონკრეტული პირები, გვაქვს მოლოდინი, რომ არც ამ არჩევნებზე მოხდება. და ბოლოს, პროცესის შეფასებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უმრავლეს შემთხვევებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა ვერ შეძლო მაღალი კვორუმით, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების ნდობა ამ კომისიის წევრებს არ აქვთ”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია