„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გომი-ხაშური-ბაკურიანის მ/გ-ზე გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გომი-ხაშური-ბაკურიანის მ/გ-ზე გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ტიმოთესუბნის, ბაკურიანისა და მზეთამზის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გომი-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალურ გაზსადენის 46.5 კილომეტრზე გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. ამ ვითარების გათვალისწინებით, სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ტიმოთესუბნის, ბაკურიანისა და მზეთამზის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზი არ მიეწოდებათ დაბა ბაკურიანსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ანდეზიტი, ციხისჯვარი, დაბა, მზეთამზე, წაღვერი, ტიმოთესუბანი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებასშესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება