ვიქტორ ორბანი - ჩემი სამშვიდობო მისია ჯერ არ დასრულებულა - გაჩნდება ახალი დამაჯერებელი ინიციატივები, რომელთა ნაწილის ნახვა უკვე სექტემბერში იქნება შესაძლებელი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის აგრძელებს მუშაობას ე.წ. სამშვიდობო მისიაზე, რომლის ფარგლებშიც ცდილობს თავიდან იქნას აცილებული უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ესკალაცია.

ორბანის თქმით, უკრაინასა და რუსეთში ვიზიტის შემდეგ მან „სამშვიდობო გეგმა“ გაუგზავნა ევროკავშირის ლიდერებს, რომელიც მოგვიანებით მედიაში გაჟონვის გამო გამოაქვეყნა.

„დავწერე, ივლისის დასაწყისში რომ გარკვეული რამ გაგვეკეთებინა, შეგვეძლო ამ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება უახლოეს ორ-სამ თვეში, ახლა, თუ შევადარებთ ივლისის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას, სექტემბრის დასაწყისში ყველაფერი გაცილებით უარესადაა, ვიდრე მაშინ იყო“, - აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, მისი სამშვიდობო მისია არ დასრულებულა.

”მე მასზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმუშაობდი, ვმუშაობთ საერთაშორისო დონეზე. გაჩნდება ახალი დამაჯერებელი ინიციატივები, რომელთა ნაწილის ნახვა უკვე სექტემბერში იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა ორბანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს