ლანა გალდავა აცხადებს, რომ ქარელში „ძლიერი საქართველოს“ წევრებს კამპანიის მიმდინარეობისას თავს დაესხნენ

„ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა აცხადებს, რომ ქარელში წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა.

კერძოდ, მისი თქმით, ქარელში მათ თავს დაესხნენ.

„ქარელის მერის მოადგილის - ვლადიმერ სულაქველიძის მეუღლე. შეგვიშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე, ფიზიკურად დაგვესხა თავს კონკრეტულ პირთან ერთად. საპატრულო ეკიპაჟი აქ არის, რომელიც არ რეაგირებს. პირიქით, ერთი მათგანი შეიკეტა მარკეტში დამნაშავესთან ერთად. გარშემო არის უამრავი ვიდეოთვალი და არ ხდება არაფერი, საკითხის გასარკვევად.

ასევე გვაქვს სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, პოლიციის ინდიფერენტულობის და დამნაშავეებთან ერთად მარკეტში ჩაკეტვის”, - წერს ლანა გალდავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომდხარზე პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს