თინა ხიდაშელი - რეალობა უნდა შეცვალოს ქართულმა საზოგადოებამ რაც შეიძლება სწრაფად - საარჩევნო დემოკრატიული მოქმედებით აჩვენოს ყველას, რომ საქართველო არის ევროკავშირის წევრობის მსურველი ღირსეული ქვეყანა

„სამოქალაქო იდეის“ ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის გამო, ქვეყნისთვის საერთაშორისო დახმარება გაიყინა და სანქცირების პროცესი გრძელდება.

როგორც მან აღნიშნა, ეს სამწუხარო რეალობა ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებზე უნდა შეცვალოს.

"სანქციების პროცესი დაწყებულია, სამწუხაროდ, 2024 წელს ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც ჩვენი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პარტნიორისგან, აშშ-დან და ევროკავშირიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო არა დამატებითი მხარდაჭერა და შეიარაღება, არა დამატებითი დაფინანსება განათლების, ჯანდაცვისთვის, არამედ მივიღეთ შეჩერებული თავდაცვის პროგრამა, შეჩერებული 95 მილიონიანი გრანტი აშშ-სგან, 50 მილიონზე მეტი გრანტი ევროკავშირისგან და პერსონალური სანქციები ქართული პოლიტიკური ლიდერების მიმართ. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით. ზუსტად ეს რეალობა უნდა შეცვალოს ქართულმა საზოგადოებამ რაც შეიძლება სწრაფად იმით, რომ საარჩევნო დემოკრატიული მოქმედებით აჩვენოს ყველას, რომ საქართველო არის ცივილიზებული და ევროკავშირის წევრობის მსურველი ღირსეული ქვეყანა", - განაცხადა ხიდაშელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს