პრემიერი - კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი - გვჭირდება პრინციპული მიდგომა პარტნიორების მხრიდან, თუმცა ასეთი მიდგომა არ ვლინდება

კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ისეთი ფაქტი, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს - ჩვენ გვჭირდება პრინციპული მიდგომა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ასეთი პრინციპული მიდგომა არ ვლინდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი „საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს“.

„ზოგადად ყველამ იცის, რა საქმიანობით არის კეზერაშვილი დაკავებული. ასევე, მას აქვს აღიარებული, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს. ის საქართველოში პირდაპირ აფინანსებს პოლარიზაციას და რადიკალიზმს. ეს ყველამ იცის! ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ისეთი ფაქტი, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენ გვჭირდება პრინციპული მიდგომა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ასეთი პრინციპული მიდგომა არ ვლინდება“, - განაცხადა კობახიძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია