მამუკა მდინარაძე - ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, სამცხე ჯავახეთის მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ რეგიონში მცხოვრებმა მრავალეროვნულმა მოსახლეობამ ზუსტად იცის, რომ მათ სამშობლოს, საქართველოს ღირსებას ვერავინ წაართმევს.

მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ რა ტყუილიც არ უნდა თქვას, არჩევანი მარტივია, შესაბამისად, მოსახლეობამ ეროვნულსა და აგენტურულს, კეთილსა და ბოროტს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.

„აქ მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს - საქართველოს, ღირსებას ვერავინ წაართმევს და საკუთარ წარსულზე უარს ვერავინ ათქმევინებს, წარსულზე, რომელიც ასევე ღირსეული მომავლის მთავარი საფუძველია.

რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკონ, რაც არ უნდა დაავალონ მათ გარედან, რაც არ უნდა „რუსული“ ეძახონ ყველაფერ ქართულს, არჩევანი უმარტივესია ეროვნულსა და აგენტურულს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, ტრადიციულსა და გადაგვარებულს და ბოლო-ბოლო, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.

ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება