პრემიერი - როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობა", მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში

ლიბერალური ფაშიზმი არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების ხელწერაა სიძულვილის და ზიზღის კამპანიების წარმოება.

„ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ როგორია სხვა ქვეყნებში პრაქტიკა. ასეთი ძალები, ერთი და იგივე ცენტრიდან მართული ძალები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, რომ დათესონ ზიზღი, სიძულვილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიძულვილს დავუპირისპირდეთ ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი, რამაც უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბრის არჩევნებში, არის სწორედ ის, რომ უნდა დასრულდეს სიძულვილი ამ ქვეყანაში. ეს არის პრინციპული არჩევანი, რომელიც უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბერს და ასევე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობა", მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება