კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ახალი არ არის, რომ კეზერაშვილი დაკავებული იყო პენსიონერების ძარცვით - ამიტომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი

ის, რომ კეზერაშვილი დაკავებული იყო პენსიონერების ძარცვით, ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ახალი არ არის,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. ქოლ ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამიტომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინოს დეკლარაცია და საზოგადოებას წარუდგინოს, თუ ვისგან იღებს თანხებს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება.

„არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობამ, მთელმა მსოფლიომ და ევროპამ გაიგო, თუ ვინ იდგა ამ სქემის უკან, რა დანაშაულებრივი ჯგუფი იყო. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. კიდევ უფრო მძიმეა, რომ არსებობს ვარაუდი, ეს თანხები მიდის პოლიტიკაში, ფინანსდებიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით კონკრეტული პარტიები. რა თქმა უნდა, ეს უმძიმესია, ამიტომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინოს დეკლარაცია და საზოგადოებას წარუდგინოს, თუ ვისგან იღებს თანხებს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. ამიტომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება