კახა კალაძე - არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის - ვიცით, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, საიდან და ვისგან იმართებიან

დღეს ვიღაც გამოვა, ახალ 2-კაციან პოლიტიკურ პარტიას შექმნის და სახელს დაირქმევს, მეორე არასამთავრობო ორგანიზაციას შექმნის, იტყვის რომ ხმები უნდა დავთვალოთო - ყველაფერი ნანახი გვაქვს, ვიცით, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ დაფუძნება შეაფასა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სამოქალაქო ორგანიზაციებს არანაირი კავშირი არ აქვს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.

„ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. რაც უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება ჩამოსული, კარგია. ის, ვისზეც საუბრობთ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. პარტიული ადამიანები არიან, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან. დღეს შეიძლება „ენჯეოს“ სექტორის წარმომადგენელი დაირქვან, თუმცა ნახეთ, ბოლოს გაკეთებული განცხადებები, ქმედებები.

არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. მხედველობაში მაქვს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ.

დღეს ვიღაც გამოვა, ახალ 2-კაციან პოლიტიკურ პარტიას შექმნის სახელ დაირქმევს, მეორე არასამთავრობო ორგანიზაციას შექმნის, იტყვის რომ ხმები უნდა დავთვალოთო...ყველაფერი ნანახი გვაქვს, ვიცით, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები. ვიცით, საიდან და ვისგან იმართებიან, ვინ დგანან ამ ყველაფრის უკან. ამ სიძულვილს უმრავლესობა 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს“, - აღნიშნა კალაძემ.

სამოქალაქო ორგანიზაციებმა დედა ენის ბაღში სადამკვირვებლო მისია - "ჩემი ხმა" წარადგინეს. 30-ამდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს