კახა კალაძე ოპოზიციაზე - ესენი არიან ფაშისტები, მათთვის არანაირი წითელი ხაზი და ზღვარი არ არსებობს, რასაც ეტყვიან და დაავალებენ - თუ მოსაკლავია, მოკლავენ, გადაუვლიან

ესენი არიან ფაშისტები, მათთვის არანაირი წითელი ხაზი, არანაირი ზღვარი არ არსებობს. რასაც ეტყვიან და დაავალებენ - თუ მოსაკლავია, მოკლავენ, გადაუვლიან, ეს არის მათი ბოროტმოქმედი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ წინასაარჩევნოდ სიძულვილის კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაცია.

„ესეც არ არის სიახლე, განსაკუთრებით, როდესაც არჩევნები ახლოვდება, აქტიურდება. წყალტუბოს „ქეისსაც“ თავი დავანებოთ, მარტივი მაგალითი ავიღოთ, „სირცხვილია“, რომელიც დარეგისტრირდა. ნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააყენეს თავიანთი თანაგუნდელები. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები, მათთვის არანაირი წითელი ხაზი, არანაირი ზღვარი არ არსებობს. რასაც ეტყვიან და დაავალებენ, თუ მოსაკლავია, მოკლავენ, გადაუვლიან, ეს არის მათი ბოროტმოქმედი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო, ყველას აჩვენებს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს, ის, სადაც იმყოფებიან ზოგი არასამთავრობო სექტორში, ზოგი ოპოზიციაში, აჩვენებს ხალხს, როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი და როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება