კახა კალაძე - მხოლოდ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობით და ღირსებით უნდა შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია - ერთიან ევროპულ ოჯახში

დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩვენებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ, - განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ახალციხეში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველო.

"დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩვენებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ. რა არის ქართველი კაცის, ქართველი ადამიანის ქართული ოცნება? მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო, საკუთარი ხალხი და ქვეყანა, ყველას გულში ოცნება აქვს, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ყველა ღირსეული ქართველის ქართულ ოცნებას გაუმარჯოს!

ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობა ომის ნაცვლად, შენება და განვითარება ნგრევის ნაცვლად, უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გზა და მხოლოდ ამ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობით და ღირსებით შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია - ერთიან ევროპულ ოჯახში!", - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება