პრემიერი - საქართველო-ჩეხეთის მატჩში გამარჯვებას ერთგვარი გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენმა ბიჭებმა აჩვენეს განსაკუთრებული სულისკვეთება და პატრიოტიზმი

საქართველო-ჩეხეთის მატჩზე ძალიან დიდი ტალანტი აჩვენეს ბიჭებმა კიდევ ერთხელ და აჩვენეს განსაკუთრებული სულისკვეთება, განსაკუთრებული პატრიოტიზმი - სწორედ ამის შედეგია ის არაჩვეულებრივი თამაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალციხეში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება.

„ძალიან დიდი სიხარული იყო. პირველი თამაში იყო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აქ მოგებას, ერთგვარი გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა გამარჯვებას.

თქვენ ნახეთ, რომ ძალიან დიდი ტალანტი აჩვენეს ბიჭებმა კიდევ ერთხელ და აჩვენეს განსაკუთრებული სულისკვეთება, განსაკუთრებული პატრიოტიზმი და ამის შედეგია ის არაჩვეულებრივი თამაში, რომელიც ვიხილეთ გუშინ.

კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს და სრულიად საქართველოს და მომავალში გამარჯვება მინდა ვუსურვო ჩვენს ნაკრებს.

ზეგ არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში და დარწმუნებული ვარ, იქაც გვექნება არაჩვეულებრივი შედეგი,"- აღნიშნა პრემიერმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია