ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრაზე უკრაინის გამარჯვების გეგმის გარკვეული დეტალები განვიხილე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იტალიაში აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრისას განიხილა უკრაინის გამარჯვების გეგმის გარკვეული დეტალები, რომელიც სრულად წარედგინება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს.

„იტალიაში ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გავმართე აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან: ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის გამარჯვების გეგმაზე, მის გარკვეულ დეტალებზე. სრულად კი ყველა ნაბიჯს აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს - ტრამპს და ჰარისს- წარვუდგენთ. ჩვენთვის ახლა მთავარია შემოდგომის დასაწყისში უკრაინის პოზიციების მაქსიმალურად გაძლიერება. ჩვენი ქალაქებისა და სოფლების დაცვა რუსული ტერორისგან, მეტი შესაძლებლობა ჩვენი ჯარისკაცებისთვის ფრონტზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან საუბრის შედეგების დიდი იმედი აქვს. ზელენსკიმ ასევე მნიშვნელოვანი უწოდა მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონთან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება