კახა კალაძე - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ქვეყანა აჯანჯღაროს, მოაწყოს რევოლუცია, დაპირისპირება და გახლიჩოს საზოგადოება

[„ნაციონალური მოძრაობა“] ყოველთვის ცდილობს, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, ქვეყანაში მოაწყონ რევოლუცია, დაპირისპირება და გახლიჩონ საზოგადოება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებაზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ წარსულში უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, დღესაც იმავეს აკეთებენ.

“ადამიანმა შეიძლება რაიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ გაანალიზო ის შეცდომა, მოიხადო ბოდიში და შეიცვალოს შენი ცხოვრების სტილი. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილო, დღესაც იმავეს აკეთებენ. ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, ქვეყანაში მოაწყონ რევოლუცია, დაპირისპირება და გახლიჩონ საზოგადოება და იმ დანაშაულისთვის, რომელიც ამ კონკრეტულმა დაჯგუფებამ, “კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ” ჩაიდინა, მხედველობაში მაქვს 2008 წლის ომი, ამას რა თქმა უნდა, სჭირდება გამოძიება და კონკრეტული პასუხები. რაც მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იმ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგს დღესაც ვიმკით, რაც 2008 წლის ომი იყო”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება