კახა კალაძე სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“ - ყველა ის ადამიანი, რომელიც ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრად მოგვევლინება, არის პარტიული აქტივი

რეალურად, ყველა ის ადამიანი, რომელიც ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრად მოგვევლინება, არის პარტიული აქტივი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ დაფუძნება შეაფასა.

მისივე თქმით, არანაირი ზღვარი პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არ არსებობს.

„ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი. რეალურად, ყველა ის ადამიანი, რომელიც ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრად მოგვევლინება, არის პარტიული აქტივი. ის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვეულებრივ ამ რადიკალების ნაწილს წარმოადგენენ, უბრალოდ, სახელები აქვთ შეცვლილი. დღეს უკვე არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას [შორის]. ერთი რადიკალური დაჯგუფებაა, უბრალოდ, სხვადასხვა სახელი აქვთ დარქმეული. ყველა ამ ქვეყნის მტერს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყანაში მშვიდობას ებრძვის, ვისაც ქვეყანაში უნდა ომი და ნგრევა, მათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო ორგანიზაციებმა „დედაენის ბაღში“ სადამკვირვებლო მისია - „ჩემი ხმა“ წარადგინეს. 30-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება