კახა კალაძე - არანაირი MEGOBARI აქტი არ არსებობს - ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება, ცალმხრივი სიყვარული ხომ არ არსებობს?

ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც - ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება. ცალმხრივი სიყვარული ხომ არ არსებობს? ეს უნდა იყოს ორმხრივი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ MEGOBARI აქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, ურთიერთობებისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობები.

„არანაირი MEGOBARI აქტი არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული. ვისაც რა უნდა ის მიიღოს. ჩვენ ვმოქმედებთ და გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება. ცალმხრივი სიყვარული ხომ არ არსებობს? ეს უნდა იყოს ორმხრივი. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ მათი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი იქნეს გადადგმული. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, ურთიერთობებისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

“ჰელსინკის” კომისიის განცხადებით, ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როდესაც ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების განხორციელებაზე მუშაობენ.

“ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როცა ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების განხორციელებაზე მუშაობენ. “მეგობარი აქტი” შექმნილია იმისთვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში. მოუთმენლად ველით მის დამტკიცებას პალატაში”, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

„მეგობარი აქტი“ არის „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საქართველოს შესახებ. კონგრესმენის განმარტებით, „მეგობარი აქტი“ შემოთავაზებულია მეგობრობის სულისკვეთებით და საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას. მისივე თქმით, ის ასევე ითვალისწინებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს ძირს უთხრის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება