თამარ კორძაია - უხლოეს დღეებში სენატში იქნება „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ ერთობლივი განხილვა, სადაც საქართველოში არსებულ დემოკრატიულ კრიზისზე იმსჯელებენ

„MEGOBARI აქტი“, რომელიც 14 მილიარდსა და აშშ-თან უვიზო მიმოსვლას გვპირდება, გვჭირდება - ორივე პარტია თანხმდება იმაზე, რომ თუ არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ნება არ აღიარდება მმართველი პარტიის მხრიდან, სანქციები უფრო მკაცრი იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, „MEGOBARI აქტი“ საქართველოს სხვადასხვა სახის ბენეფიტს მოუტანს.

„დაფიქრების საგანია, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ინტენსიურად და ხშირად დროს ნახულობს, რომ საქართველოზე იმსჯელოს, ლამის ყოველდღიურ რეჟიმში. უხლოეს დღეებში სენატში იქნება „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების" ერთობლივი განხილვა, სადაც საქართველოში არსებულ დემოკრატიულ კრიზისზე იმსჯელებენ. „MEGOBARI აქტი“, რომელიც 14 მილიარდსა და აშშ-თან უვიზო მიმოსვლას გვპირდება, გვჭირდება. ორივე პარტია თანხმდება იმაზე, რომ თუ არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ნებას არ აღიარებს მმართველი პარტია, ეს იმას ნიშნავს, რომ სანცქიები გაცილებით მკაცრი იქნება, ვიდრე იყო", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს