ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტზე - ტექნიკური მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი და ხელი მოეწერება - მშენებლობაში მონაწილეობას ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი მიიღებს, არავითარი ალტერნატივა არ განიხილება

ტექნიკური მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი. როგორც კი დაზუსტდება, ხელი მოეწერება - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა არავითარი ალტერნატივა არ განიხილება.

„მცირე დეტალები დარჩა დასაზუსტებელი, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ისედაც გვქონდა პროგნოზირებული რამდენიმეთვიანი ვადა ამ შეთანხმების დასაზუსტებლად. ტექნიკური მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი. როგორც კი დაზუსტდება, ხელი მოეწერება. არავითარი ალტერნატივა არ განიხილება. არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ანაკლიასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება